გიორგი ქობულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ოპოზიციურ გუნდთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

,,ქართული ოცნების” ხელისუფლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრი (2018-2019 წ.წ.) გიორგი ქობულია პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს და ერთ-ერთ ოპოზიციურ გუნდთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელთა შედეგი სავარაუდოდ, დღეს, 25 სექტემბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ თავად ქობულიამ ტელეკომპანია ,,ფორმულას” გადაცემა ,,მარტივ ფორმულაში” სტუმრობისას განაცხადა.

ცნობისთვის, პოლიტიკაში მოსვლისა და საკუთარი პარტიის ჩამოყალიბების განზრახვა ქობულიამ მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან მალევე განასაჯაროვა, თუმცა პარტია დღემდე არ ჩამოუყალიბებია და ახლა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისის ფარგლებში უკვე არსებულ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან კოოპერაციის მცდელობას ახორციელებს.

მსგავსი თემები