პოლონეთი უკრაინას საბრძოლო მასალის მორიგ პარტიას გაუგზავნის. ამჯერად, საუბარია გერმანული წარმოების „Leopard“-ის ტანკებზე. ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს.
“პრეზიდენტი ანჯეი დუდა ლვოვში: „Leopard“-ის ტანკების შენაერთი უკრაინას საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში გადაეცემა. ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია პოლონეთში”, – აცხადებენ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.