თბილისის მერიის ინიციატივით, ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ოფისების წინ მანქანას „დააპარკირგებენ“ გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. საათობრივი პარკირება მათაც შეეხებათ.
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა დედაქალაქში დასაქმებულებსაც მოუწევთ და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება. ამასთანავე, ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით. საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე, პირველი ივლისიდან ამოქმედდება.