ავიაკატასტროფა აშშ-ში – საჰაერო ძალებისშოუს დროს, დალასის აეროპორტში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, ორი ვინტაჟური სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა.
აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, Boeing B-17 Flying Fortress და Bell P-63 Kingcobra ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 საათზე ჩამოვარდა.
უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში, მაგრამ წინასწარი ცნობებით, ე.წ. ავიაშოუს 2 ადამიანი ემსხვერპლა.