ბათუმის ბულვარში დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა. უცხო ქვეყნის მოქალაქე კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
ცნობისთვის, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს, მას ჭრილობები თავისა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
სისხლიანი დაპირისპირება ბულვარში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ინციდენტის შედეგად, ჩამსხვრეული მინისგან დაზიანებები სამმა პირმა მიიღო, ისინი კლინიკებიდაან მალევე გაწერეს.