ხმაური მერიასთან – ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, საკრებულოს წევრებს სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება აქვთ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ კითხვები დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან აქვთ.

„დაცვა ამ დრომდე ვერ გვცემს პასუხს, რომელ საათზე იწყება მთავრობის სხდომა და აპირებენ თუ არა, შეგვიზღუდონ ჩვენი ლეგიტიმური უფლება, შევიდეთ და დავესწროთ მთავრობის სხდომას. კალაძესთან მილიონი კითხვა გვაქვს, მათ შორის ტექნიკური კითხვა შადრევანთან მიმართებით. ქალაქში ახლაც ათობით სამუშაო მიმდინარეობს, მათ შორის „გრინსერვის პლუსის“ შესრულებით, გვაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა, რომ ჩვენი შვილები, მოქალაქეები გავუშვათ პარკებში, სკვერებში, ატრაქციონებში, რას აპირებს ამ მიმართულებით. იმედია, კალაძე ამაზე კითხვებს არ გაექცევა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

 

მსგავსი თემები