საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა.
პროცესზე მოსამართლეს დაცვის მხარემ კლინიკის ცნობა წარუდგინა, რომლის თანახმადაც , სააკაშვილს აღენიშნება ძლიერი საერთო სისუსტე და უჭირს გადაადგილება, რის გამოც მიზანშეწონილი არ არის მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესში.
მოსამართლემ მომდევნო სხდომა 24 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩანიშნა.