მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის  სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი სააკაშვილის  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა.

პროცესზე მოსამართლეს  დაცვის მხარემ კლინიკის ცნობა წარუდგინა, რომლის თანახმადაც , სააკაშვილს აღენიშნება ძლიერი საერთო სისუსტე და უჭირს გადაადგილება, რის გამოც მიზანშეწონილი არ არის მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესში.

მოსამართლემ მომდევნო სხდომა 24 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩანიშნა.

 

მსგავსი თემები