უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არავისთვის არაფრის დათმობას აპირებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, ის, რაც დროებით უკრაინის არა რის, უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს.
„ვბრუნდები სამხრეთიდან – მოვინახულე ჩვენი ფრონტის ხაზის პოზიციები მიკოლაევის რეგიონში, მოვინახულე თავად მიკოლაევი და ოდესის რეგიონი. ვესაუბრე ჩვენს დამცველებს – სამხედროებს, პოლიციას, ეროვნულ გვარდიას, ტერიტორიულ დაცვას. ჩვენს გამარჯვებაში არავის ეპარება ეჭვი. არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია და ზღვა იქნება უკრაინული და უსაფრთხო“,- აცხადებს პრეზიდენტი.