პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება

დღეიდან პირბადეების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო. აღნიშნული ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გაავრცელა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ქვეყანაში არსებული  ეპიდვითარება,  რეგულაციების შემსუბუქების საშუალებას იძლევა.

„ასე რომ, დღეიდან, 2 მაისიდან სხვა დანარჩენი რეგულაცია მოიხსნება. მოგეხსენებათ, გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი, კოვიდის სიტუაცია შეიძლება ითქვას რომ დასტაბილურდა. მაგალითად, დღეს მხოლოდ 51 შემთხვევა გვქონდა და ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები. როგორც მოგახსენეთ, დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, იმიტომ რომ ბავშვები განსაკუთრებით წუხან. რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები