საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოკვლევებისათვის რუსთავის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ. სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმმა მიიღო გარანტიები, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს ან ხვალ გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილს მაგნიტო-რეზონანსულ კვლევას ჩაუტარებენ. MRT-ს აპარატი მუშა მდგომარეობაში, მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაში აქვთ, ამიტომ სავარაუდოდ, პრეზიდენტს პენიტენციური სამსახურის ოფიციალური კონტრაქტორ კლინიკაში “ვივა მედიში” გადაიყვანენ.