რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა

რუსთაველის თეატრის დასი, მიუხედავდ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებისა, რუსეთში მაინც გაემგზავრება. სანამ გასტროლებზე მსახიობები წავლენ, მოსკოვში უკვე გაფრინდა რეჟისორი რობერტ სტურუა.

რობერტ სტურუა ემიჯნება საზოგადოების კრიტიკას და ამბობს, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს.

“წინასწარ მივდივარ სცენა, რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27-ში და უნდა ითამაშონ. მე იცი რა მაკვირვებს, ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება და როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძალიან ტაშით ხვდებით.

ხელოვნებას არა აქვს საზღვარი. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, თუ რას აკეთებს საქართველო მაშინაც კი, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსებმა,” – განაცხადა რობერტ სტურუამ მოსკოვში გამგზავრების წინ.

მსგავსი თემები