“უმჯობესია თავად მოვიხადო ბოდიში, ვიდრე შემდეგ ტყეში…” – რამზან კადიროვს “შეითანი” კიდევ ერთმა მოზარდმა უწოდა

ჩეჩნეთის მეთაურს “შეითანი” (ეშმაკი) კიდევ ერთმა მოზარდმა უწოდა. პერმელმა არასრულწლოვანმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც რამზან კადიროვი მოიხსენია როგორც შეითანი და განაცხადა, რომ მან თავისი პოსტი უნდა დატოვოს. ის თავის ვიდეოში გამოეხმაურა წინა შემთხვევას, როდესაც 15 წლის ბიჭმა ინსტაგრამ ლაივის კომენტარებში რამზან კადიროვს “შეითანი” უწოდა, რაზეც პასუხად კადიროვისგან მუქარა მიიღო. ცოტა ხანში კი სოციქსელებში მისი მამის და ოჯახის სხვა წევრების ბოდიშის ამსახველი ვიდეო გამოჩნდა.

“ცოტა ხნის წინ ვნახე ვიდეო, რომელშიც ბიჭმა კადიროვს შეითანი უწოდა, რაც ის ნამდვილად არის და შემდეგ მისმა მთელმა ოჯახმა ბოდიში მოიხადა….”- აცხადებს პერმელი მოზარდი.

ამ ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე დღეში მან თავისი ვიდეო წაშალა და გამოაქვეყნა ახალი, სადაც ბოდიშებს ახლა უკვე თავად იხდიდა.

პერმელი ფეოდორი ტიკ-ტოკერია. არხზე, სადაც მან ვიდეო გამოაქვეყნა თავდაპირველად მხოლოდ 7 გამომწერი ჰყავდა და როგორც ის ამბობს, თავადაც არ ელოდა, რომ ვიდეო ასეთი პოპულარული იქნებოდა. როგორ ის ტელეგრამ არხ “ბაზასთან” ინტერვიუში ამბობს, ვიდეო მან თავისი ნებით წაშალა:

“არასასურველმა ამხანაგებმა გაიგეს ჩემი მისამართი და მე გადავწყვიტე, რომ უმჯობესია თავად მოვიხადო ბოდიში, ვიდრე შემდეგ ტყეში…”- ამბობს ფეოდორი.

მსგავსი თემები