“ვინც შედიხართ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ” – აქტივისი მეგრელიშვილს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას სამოქალაქო აქტივისტების გაღიზიანება მოჰყვა.

ისინი ვახტანგ მეგრელიშვილს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

სამოქალაქო აქტივისტები ოპოზიციის პარლამენტში შესვლას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა შესულიყო.

„რა უფლებით მოხვედით? ვინც შედიხართ იქ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მომიტინგემ, რომელმაც ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში შესვლისას შეაფერხა.

სამოქალაქო აქტივისტების ეს ქცევა ვახტანგ მეგრელიშვილმა საბოტაჟად შეაფასა.

„ეს არის საბოტაჟი,“- აღნიშნა მან.

მსგავსი თემები