აღმზრდელმა სავარაუდოდ 3 წლამდე ბავშვზე იძალადა – ინციდენტი 128-ე ბაღში

3 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს. არსებული ინფორმაციით, თბილისის 128-ე საბავშვო ბაღში აღმზრდელმა სავარაუდოდ 3 წლამდე ბავშვზე იძალადა.

ბაღის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, რომ აღნიშნული აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლდა.

საქმით გამოძიება და სხვა შესაბამისი უწყებები მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სავარაუდო ძალადობის შესახებ ბავშვის მშობელმა განაცხადა.

ბაღიდან ამოღებული ვიდეო-თვალის ჩანაწერებიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები