სავაჭრო ცენტრები ვალდებულები არიან, თანამშრომლებს ტესტირება სისტემატურად ჩაუტარონ

სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციები ვალდებულები არიან, მომხმარებელთა ნაკადის მართვასთან ერთად, სისტემატურად ჩაატარონ თანამშრომელთა ტესტირება.

“მომხმარებლებისთვის რეგულაციები არ იცვლება, მათ უნდა გამოიყენონ სავაჭრო ცენტრში პირბადე, ასევე უნდა დაიცვან დისტანცია.

გარდა ამისა, ორ კვირაში ერთხელ უნდა მოხდეს თანამშრომლების მინიმუმ 20 პროცენტის ტესტირება და პირველი ეტაპი ტესტირების უკვე დასრულებულია. ამას გარდა ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ შენობაში შემომსვლელი ნაკადის რაოდენობა,” – განაცხადა “გალერია თბილისის” კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ქეთა ახობაძემ.

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები დღეიდან კვლავ იხსნება. ბიზნეს სექტორის მოთხოვნის მიუხედავად, მაღაზიები შაბათ-კვირას დახურული იქნება.

მსგავსი თემები