გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 5 132 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 40 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 334 585 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 9 677 პაციენტი გარდაიცვალა.