“ნარკომომხმარებელთა ასაკმა ბოლო პერიოდში დაიწია” – დიმიტრი ხუნდაძე

​​საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,  ბოლო პერიოდში დაიწია ნარკომომხმარებელთა ასაკმა, ნარკოტიკული საშუალებების მიღების მიზნით 3-ჯერ გაიზარდა საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის ფაქტები და გაიზარდა „კლუბური ნარკოტიკების“ მოხმარება.

​ნარკომანიის პრობლემაზე დეპუტატმა მუშაობის 6 წლიანი ანგარიში ისაუბრა, რომელიც თავის ამომრჩეველს გუშინ წარუდგინა.

​დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეისათვის 49 000 ინექციური ნარკომანი ფიქსირდება, რაც  დიდი პრობლემაა.

​მისი თქმით, საჭიროა ნარკოვითარების უწყვეტი ზედამხედველობა; მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა და დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ; ადეკვეტური ნარკოპოლოტიკის შემუშავება, რომელიც ნარკომომხმარებელთა რაოდენობას კი არ გაზრდის, პირიქით – შეამცირებს.

მსგავსი თემები