ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას, სახელმწიფო დააფინანსებს.
სამინისტრომ ამისთვის 2019-2020 სასწავლო წელს, 4 მილიონი ლარი გამოყო.
“მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, დღეს, ჩვენ 4 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსება დავამტკიცეთ, რითაც გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები 1600 სტუდენტი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, ეს მოხდება უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერ საფეხურზე,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.
2013 წელს სახელმწიფომ 471 სტუდენტი დააფინანსა, წელს კი მათი რიცხვი 1600-ზე მეტი იქნება.