„მათიკაშვილო, შენ ხარ ამ კლანის იაფფასიანი მდარე ლობისტი, ერთხელ კიდევ გამითიშავ მიკროფონს და ნახავ“ – დაპირისპირება პარლამენტში

დეპუტატები ეკა ბესელია და დავით მათიკაშილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიზეზი კი ეკა ბესელიას კითხვები გახდა, რასაც ის, უზენაესი ასამართლოს მოსამართლეობის მსურველ პაატა სილაგძეს უსვამდა და მიმართავდა.     

როცა ეკა ბესელიამ, მოსამართლის მიმართ შემდეგი სიტყვები: უტიფარი და ჯალათი იხმარა, მას დავით მათიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა, რომელსაც კომიტეტის სხდომა მიჰყავდა, მათიკაშვილმა ეკა ბესელიას სიტყვა შეაწყვეტინა და მიკროფონი გაუთიშა, რის შემდეგაც, დაპირისპირება ბესელია-მათიკაშვილს შორის გაგრძელდა.

ეკა ბესელია: არ შემაწყვეტინო ახლა სიტყვა, არ შემაწყვეტინო…

სავით მათიკაშვილი: მხოლოდ კორექტულობის ფარგლებში…

ეკა ბესელია: არ შემაწყვეტინო, გეუბნები…თქვენ ხართ ჯალათი, მოსამრათლე, რომელსაც არ გაქვთ არც ჰუმანურობა, არც კომპეტენცია – მიმართა ბესელიამ მოსამართლეს.

ამ სიტყვებს, მათიკაშვილის მხრიდან მიკროფონზე კალმის კაკუნი მოჰყვა.

ეკა ბესელია: ნუ მიკაკუებ იმ კალამს… დათო, გაჩერდი, გირჩევ ახლა.

დავით მათიკაშვილი: მხოლოდ კორექტულად…

ეკა ბესელია: შენ საერთოდ ინტერესთა კონფლიქტი გაქვს და გაჩერდი ახლა. შენ საერთოდ სხდომა არ უნდა მიგყავდეს.

ბესელიას მიკრიფონი ისევ გაითიშა.

დავით მათიკაშვიი: კორექტულად, მხოლოდ კორექტულად…

ეკა ბესელია: დათო, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, ხელს ნუ მიშალი…

მათიკაშვილმა ბესელიას მიკროფონი ისევ გაუითიშა და ასე მიმართა:  

დავით მათიკაშვილი: „შენი გაფრთხილება არ მჭირდება“…

ეკა ბესელია: დათო, შენ  რომ ასევე ხარ ამ კლანის ლობისტი და რომ ხარ მათი ხელის ბიჭი, ეს ჩვენ ვიცით და მე შენ ახლა გაფრთხილებ, დამასრულებინე სიტყვა…

დავით მათიკაშვილი: მხოლოდ კორექტულად…

ეკა ბესელია: სიტყვას დავასრულებ და შენთვის მოვიცლი…

მათიკაშვილმა ბესელიას მიკროფოფონი ისევ გაუთიშა.

ეკა ბესელია: კიდევ ერთხელ გამორთავ მიკროფონს და დანარჩენს მერე ნახავ.

ამის შემდეგ, მათიკაშვილმა ისევ გაუთიშა ბესელიას მიკროფონი.

ეკა ბესელია: მათიკაშვილო, შენ ხარ ამ კლანის ერთ-ერთი იაფფასიანი მდარე ლობისტი. იმიტომ რომ, შენი ცოლი არის ამ საბჭოს…. და ბესელიას მათიკაშვილმა სიტყვა ისევ გააწყვეტინა და მიკროფონი გამოურთო.

ეკა ბესელია: ხელს ნუ მიშლით, თუ გინდათ რომ სხდომა გააგრძელოთ, მაგალითები გაქვთ წინ და უარესები არ დაგემართოს.

ბოლოს, ბესელიამ ისევ მოსამართლეს მიმართა: „თქვენ ნამდვილად ჯალათი მოსამართლე ხართ, რომელსაც ხელი არ აუკანკალდება ისე გაასამართლებს ნებისმიერ ადამიანს, თუ მას ასეთი პოლიტიკური დავალება ექნება“.

მსგავსი თემები