„ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს“- თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს.  ამის შესახებ მან გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს. რაც შეეხება ჩვენს ერთად მუშაობს, ამ 3 წლის განმავლობაში – თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს – ეს ხანდახან პრობლემაა. დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა რა მაქვს მონიჭებული“- განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები