ნიდერლანდები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 209,5 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი X-ზე ავრცელებს.
,,ნიდერლანდებმა გამოაცხადა 209,5 მილიონი ევროს ღირებულების ახალი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ შორის EBRD-ის მეშვეობით და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას”, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
მისივე თქმით, ნიდერლანდები უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 45 მილიონ ევროს შეიტანს.