ნიდერლანდები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 209,5 მლნ ევროს გამოყოფს და ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 45 მილიონს შეიტანს

ნიდერლანდები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 209,5 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი X-ზე ავრცელებს.

,,ნიდერლანდებმა გამოაცხადა 209,5 მილიონი ევროს ღირებულების ახალი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ შორის EBRD-ის მეშვეობით და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას”, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

მისივე თქმით, ნიდერლანდები უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 45 მილიონ ევროს შეიტანს.

მსგავსი თემები