ევროკავშირი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნას

ევროკავშირის ოფისი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ეს შეფასება დღეს, 18 მარტს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.

„ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერია ევროკავშირის ოფისის განცხადებაში.

მსგავსი თემები