„მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება“ – ჯონ კიბრი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით, ამიტომ უკრაინის სარდლობას ახლა უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენონ, ვინაიდან “მათ არ იციან, როდის მიიღებენ იარაღის შემდეგ პარტიას”.

“მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება. რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. შესაბამისად, უკრაინის სარდლობას უკვე რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენონ იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება.

ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია კვლავ იღებს დახმარებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. ისინი ბალისტიკურ რაკეტებს უგზავნიან. გარდა ამისა, რუსებმა საკუთარი თვითმფრინავებისა და იარაღის წარმოება დაიწყეს”, – აღნიშნა მან.

კირბის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერას გაწევას, რათა გამარჯვება შეძლოს.

ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ორიენტირებულია უკრაინის გამარჯვებაზე.

“ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ უკრაინისათვის იმ მხარდაჭერის მიწოდება, რომელიც მას სჭირდება ამ შედეგების მისაღწევად”, – დასძინა მან.

მსგავსი თემები