საქართველოს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი ეწვევა

საქართველოს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფი ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისის ცნობით, ვიზიტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე სამუშაოებისა და გამოწვევების განხილვას შეეხება. ვიზიტის მიზანია, განისაზღვროს შემდგომი თანამშრომლობის სფეროები.

რიჩარდ ნეფი საქართველოში შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებს, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

 

მსგავსი თემები