სადგურის მოედანზე ტანსაცმლის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, სადგურის მოედნაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები