,,თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც დავიცავთ, ყველამ კარგად იცოდეს”- ხაბეიშვილი დუმბაძის სახელობის სკვერზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩოხატაურში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერს ფიზიკურად დაიცავენ.

„რუსულმა ოცნებამ და რუსმა ფეოდალმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტეს, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი წაართვან ადგილობრივებს. გუშინ ყველამ ვნახეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ მხოლოდ ეს ენა ესმით. „ჩმორი“ ხალხი, რომელიც მიუვარდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ქალბატონებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამ სკვერს აუცილებლად დავიცავთ. თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც დავიცავთ, ყველამ კარგად იცოდეს. ჩემო მეგობრებო, ნურაფრის გეშინიათ, ყველა მოქალაქის ინტერესს დავიცავ ყველგან. ასე ერთ გუნდად, ერთ მუშტად მოვალთ და დაგიცავთ“, – განაცხადა ჩოხატაურში ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები