არც პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე – ღარიბაშვილი

სამწუხარო არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად, ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, მთავარი კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება.

,,აქვე მინდა მივმართო საზოგადოებას და შევახსენო, თუ გახსენდებათ რომელიმეს, მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს, ვინმეს შეშფოთება, ვინმეს კრიტიკა, ან რაიმე პროტესტი. ამიტომ, ჩემთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივად ასახსნელი, ეს არის ფარისევლობა, ეს არის ტყუილი, ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ვაჭრობა და შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება. ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა, ის, რომ ჩვენი სწორი გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ დიახაც, მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა, ვასრულებთ და შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია, მაქსიმუმს ვაკეთებთ, ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ჩვენ რამდენიმე დრეში ველოდებით ბატონ ბორელის, რომელსაც კიდევ ერთხელ ჩვენ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით, 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში.

დღეს მაგალითად, გეტყვით, რომ ერთ საათში გვექნება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისია, სადაც განვიხილავთ და მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესი. ადე, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები