,,ნეტა იმ დროს…რანაირი ხარ გოგო, სამუდამოდ გვემახსოვრები ყველას, მშვიდობით“- სოფი ყარალაშვილის მეგობარი

შოვში, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე ეძებენ 8 დაკარგულს. გარდაცვლილებს შორისაა, გიორგი ყარალაშვილი და მისი და, სოფო ყარალაშვილი.

სოფო ყარალაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში  სოფოს ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც სკოლაში, ღონისძიებაზეა გადაღებული.

„დღეს ეს ფოტოები ვიპოვე და ნეტა იმ დროს, სოფი, ზეიმზე მე ია ვიყავი და შენ ენძელა, რანაირი ხარ გოგო. სამუდამოდ გვემახსოვრები ყველას, მშვიდობით“, – წერს სოფოს მეგობარი და ფოტოს აქვეყნებს.

მსგავსი თემები