წყალდიდობა ოკუპირებულ გაგრაში – დატბორილია სახლები

14 ივნისს ღამით გაგრაში ძლიერი წვიმა მოვიდა, რის შედეგად დატბორილია ცენტრალური მაგისტრალის ნაწილი. თვითმხილველების თქმით, წყალმა ხიდზე ასფალტი გაანადგურა, გზაზე მოძრაობა შეჩერებულია.

როგორც რუსული მედია წერს, ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მოქალაქეები ჩარჩნენ.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა კერძო სახლები და სასტუმროები.

გაგრის რაიონის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მაგისტრალს ეტაპობრივად გახსნიან.

მსგავსი თემები