უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ კიევის რაიონული სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ კიევის დნიპროს რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნიკოლაი ჩაუსი დამნაშავედ ცნო ქრთამის აღებაში და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ქონების კონფისკაციით.

ჩაუსი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მას 30 დღის განმავლობაში განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.

 მოსამართლე ნიკოლაი ჩაუსი 2016 წლის აგვისტოში დააკავეს. მანამ, სანამ რადას დეპუტატები მოსამართლეს იმუნიტეტს ვიდრე ჩამოართმევდნენ, მან ქვეყანა დატოვა და  მოლდოვაში მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.  2021 წლის ივლისში ჩაუსი უკრაინის ვინიცის ოლქის ერთ-ერთი სოფლის საბჭოში გამოჩნდა. საიდანაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში გადაიყვანა. 4 აგვისტოს ჩაუსს შინაპატიმრობა შეუფარდეს.

მსგავსი თემები