“ეს არ არის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ინტელექტუალურ განვითარებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე“- ივანე ჩხაიძე

„ეს არ არის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ინტელექტუალურ განვითარებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე“,- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიზე. განცხადებას კი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჩხაიძის განცხადებით, პრეპარატ ვოსორიტიდთან დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.

„არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდეს კონკრეტული პროტოკოლი ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, ან იყოს სახელმწიფო დაფინანსება სრულად დაფარული. რა შეიძლება შესთავაზოს სახელმწიფომ ამ ბავშვებს – რაზეც იყო საუბარი, თან არსებული პრობლემების, გართულებების თუ სხვადასხვა სერვისების უფასო შეთავაზება, ძალიან მნიშვნელოვანია. პროტოკოლზე მუშაობს მულტიდისციპლინური ჯგუფი და იმედი გვაქვს, რომ მოკლე ხანში ეს პროტოკოლიც მზად იქნება“, – აღნიშნულის შესახებ ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აქონდროპლზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები  მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ და პრეპარატით უზრუნველყოფას ითხოვენ.

მსგავსი თემები