,,მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს”- რომან გოცირიძე

,,მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე წლის წინ კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული.

,,არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამ გამოიწვია მისი ეს მდგომარეობა, ფაქტია, რომ სიკვდილის პირას არის, დანარჩენი ზღაპრები, სისულელეები და ჭორებია, პროპაგანდისტული ფონი უნდათ შექმნან და არ ანაღვლებთ ადამიანის ჯანმრთელობა და ქვეყნის ბედი. მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს, ივანიშვილი ჩაჯდება ვერტმფრენში და გაფრინდება ცხინვალში. დანარჩენი ამ ქვეყანაში საშინელი ვითარება იქნება და ამას თუ ვერ აცნობიერებენ, ყურმოჭრილი მონები, უპასუხისმგებლო ადამიანები არიან, რომლებიც რისკავენ ქვეყნის მომავლით და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლით,”- განაცხადა გოცირიძემ.

 

მსგავსი თემები