აშშ-ში ქალმა უნივერსიტეტი სწავლის დაწყებიდან 71 წლის შემდეგ დაამთავრა

ამერიკელმა ჯოის დეფოუმ უნივერსიტეტი სწავლის დაწყებიდან 71 წლის შემდეგ დაამთავრა.  დეფოუ ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 1951 წელს ჩაირიცხა.

ახალგაზრდა ჯოისი მაშინ ეკონომისტობას აპირებდა. თუმცა, შემდეგ დაქორწინდა და გეგმები შეეცვალა. სამწუხაროდ, ქალი მალევე დაქვრივდა და რამდენიმე წლის შემდეგ  მეორედ იქორწინა.

ჯოისის  ახლა 17 შვილიშვილი და 24 შვილთაშვილი ჰყავს.

90 წლის ჯოისი ოჯახის წევრების დაჟინებით,  ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში დაბრუნდა ლექციებზე დასწრება განაგრძო და ბაკალავრის ხარისხიც მიიღო.

მსგავსი თემები