,,რომან გოცირიძე წნევიანი გახადეთ, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში”- ზარქუა ”ნაციონალურ მოძრაობას”

ისეთებს აკეთებთ თქვენს პარტიაში, წნევიანი გახადეთ რომან გოცირიძე, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„გიორგი ბოტკოველმა ირაკლი კობახიძეზე თქვა ე.წ. თავმჯდომარეო. ირაკლი კობახიძე, რომელიც სწავლობდა გერმანიაში და დაიცვა დისერტაცია, საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც შეფასებულია ევროპელების მხრიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ. და ამბობს ვინ, ბოტკოველი, რომლის პარტიაშიც ერთმანეთს თავმჯდომარეობაზე ეცილებიან „ხაბე“ და ხმლიანი ქალის რომ ეშინია, ჭიაბერაშვილი. ამიტომაც არის, რომან გოცირიძეს წნევა რომ აწუხებს მერე და დარბის, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში. ასეთებს რომ აკეთებთ იმ თქვენს პარტიაში, წნევიანი გახადეთ ის კაცი. კარგით, იქით იყოს თქვენი შიდა სამზარეულო, უბრალოდ, ბოტკოველი რომ თქვა კობახიძეზე, ამას ვერ გავატარებდი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები