,,კეზერაშვილის თემა არც არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას „მძინარე მზეთუნახავს“ ვეძახდი”- თაკო ჩარკვიანი

,,მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის თემა არც არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას „მძინარე მზეთუნახავს“ ვეძახდი,”- ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის გაყიდვა, როდესაც  ლიდერი გიკვდება, ქუჩაში არ გამოდიხარ, პროცესს აძინებ და ყველასთან კონფლიქტი გაქვს პარტიაში.

„ამ ტიპის პოლიტიკური სვლები არსებობს პოლიტიკაში, მაგრამ არის კიდევ კეთილსინდისიერება. ხაზარაძის მხრიდან ეს არის მისთვის სასარგებლო პოლიტიკური სვლა და ეს აბსოლუტურად ნორმალურია მისი მხრიდან, მაგრამ დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისგან ეს ძილქუში ამდენი ხნის, პროცესის მიძინება საით იყო მიმართული დიდი ხანი ვაკვირდებოდი. წინა წლის ოქტომბერს როცა დავაანონსე აქცია, მისი „მესიჯები“ მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან, რომ ეს აქცია მიშას არ სჭირდება და არ მოხვიდეთ. მე გუშინაც ვნახე ასეთი „მესჯები“ სხვათა შორის. არ არსებობს პოლიტპატიმარი, რომელსაც არ სჭირდება გარეთ მხარდამჭერთა აქციები. დავიწყეთ დაკვირვება და ვნახეთ, რატომ აძინებდა ასე პროცესს და დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობ, ხაბეიშვილის და ხაზარაძის და მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის თემა არ არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას ვეძახდი მძინარე მზეთუნახავს, რადგან მან პროცესი დააძინა და „ნაციონალური მოძრაობა“ პროცენტულად განახევრდა, ყველა კვლევით, ეს მოხდა ამ თავმჯდომარის პირობებში. მე რა ინტერესი მაქვს? – ის, რაც მქონდა 2018 წელს, როცა დასუსტებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუდექი გვერდით გარკვეული ადამიანები, რომლებიც მათი ამომრჩევლები არ ვიყავით, მაგრამ დასავლური ვექტორის ამომრჩევლები ვარ. ძალიან დიდი შედეგი დავდეთ 2018-ში პრაქტიკულად გამარჯვებული საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე ტური დაიდო, ეს ყველაფერი ამ ბიჭმა გაანადგურა,”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები