,,საქართველოს საზღვარი 700 000-ზე მეტმა რუსმა გადმოკვეთა”- სალომე ზურაბიშვილი

,,700 000-ზე მეტმა რუსმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, 710 000 დან 720 000 მდე,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France inter-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან, საქართველოში დაახლოებით, 100 000 დარჩა.

,,მათგან 600 000-ზე მეტი, გავიდა სხვადასხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, მეზობელ სომხეთში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში. რადგან ჩვენგან მათ შეეძლოთ გადასვლა. დაახლოებით, 100 000 დარჩა. ჩვენ დაახლოებით, 30 000 უკრაინელი ლტოლვილი გვყავს, მათი ნაწილი დაბრუნდა, როდესაც სიტუაცია დაწყნარდა კიევში, შემდეგ ისევ ჩამოვიდა, და დაახლოებით, 100 000 რუსი. ამას გარდა, საქართველოს მოსახლეობას, უნდა აღვნიშნო, რომ აქვს რუსეთის მიერ ორი ოკუპირებული ტერიტორია, სამხედრო ბაზებით,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები