,,ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება შეცვალოს ეს ყველაფერი“- რიში სუნაკი ომზე

„ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება შეცვალოს ეს ყველაფერი“, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ- მინისტრმა რიში სუნაკმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა.  მისი თქმით,  რუსეთის ბარბაროსულმა ომმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგი მოუტანა.

მისი თქმით, ეკონომიკური საკითხები,”რომლებზეც დღეს უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რუსეთის ქმედებებით ბევრად უფრო უარესდება“.

„ერთადერთი ყველაზე დიდი განსხვავება, რაც შეიძლება ვინმემ გააკეთოს, არის ის, რომ რუსეთი გამოვიდეს უკრაინიდან და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი. ეს გარდამტეხი იქნებოდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

მსგავსი თემები