,,ბრძოლა ხერსონისთვის არ დასრულებულა”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი  ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით,ხერსონისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკრაინა თავის მიზნებს აღწევს.

მათივე ცნობით, უკრაინამ, სავარაუდოდ, მოახერხა ხერსონში თავისი კამპანიის მთავარი მიზნის შესრულება: რუსული ჯარების იზოლირებით, აიძულა ისინი დამოუკიდებლად უკან დაეხიათ დნეპრის მეორე მხარეს, თუნდაც ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეტევის გარეშე.

,,ბრძოლა ხერსონისთვის არ დასრულებულა, მაგრამ რუსული ჯარები შევიდნენ ახალ ფაზაში: ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ თავიანთი ჯარების უკან დახევას მდინარის გასწვრივ, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებით და უკრაინის ჯარების შეფერხებით. მაგრამ არ ცდილობენ მთლიანად შეაჩერონ უკრაინის შეტევა”, – ნათქვამია ანგარიშში.

ექსპერტების შეფასებით, რომ რუსი მეთაურები, შეეცდებიან შეანელონ უკრაინის შეტევა და შესაძლოა დატოვონ გარკვეული ძალები ხერსონში, მაგრამ ეს ბრძოლები გამიზნული იქნება რუსული შენაერთის უკან დახევის უზრუნველსაყოფად.

მსგავსი თემები