სამშაბათს, უკრაინაში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშაბათს  14 რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მისი თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა სტაბილიზაციამ გამოიწვია და  არა საგანგებო მდგომარეობამ.

უკრაინის ელექტრო ქსელის ოპერატორის განცხადებით, ოთხშაბათს ელექტროენერგიის დაგეგმილი საათობრივი გათიშვა გავლენას მოახდენს მთელ ქვეყანაზე.

 

მსგავსი თემები