კუნძულ ზმეინზე დაკავებული 30 ჯარისკაცი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ინფორმაციით, კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული 30 ჯარისკაცი რუსების ტყვეობიდან გათავისუფლდა.

დიმიტრო ლუბინეცის განცხადებით, კუნძულ ‘ზმეინიზე“ დაკავებული 30 სამხედრო უკვე უკრიანის ტერიტორიაზე იმყოფება. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების გასათავისუფლებლად მუშაობას აგრძელებს.

ცნობისთვის, ოდესის რეგიონში მდებარე კუნძული 4 ივლისს ოფიციალურად დაუბრუნდა უკრაინის იურისდიქციას.

მსგავსი თემები