,,უკრაინული პოზიციების წინ მიწა ფაქტობრივად სავსეა დამპყრობლების ცხედრებით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,დონეცკის ოლქი დამპყრობლების ყველაზე დიდი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება – ყოველდღიურად იქ ასობით მათგანი იხოცება. უკრაინული პოზიციების წინ მიწა ფაქტობრივად სავსეა დამპყრობლების ცხედრებით“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით,  რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორის ესკალაციას მსოფლიოსგან უკრაინისთვის ახალი დახმარების მიწოდება მოჰყვა პასუხად.

„დღეისთვის შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორის ბოლო ესკალაციამ გამოიწვია მხოლოდ ის, რომ მსოფლიო პასუხობს – პასუხობს უკრაინისთვის ახალი დახმარებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ დახმარებას შეუერთდეს მეტი ქვეყანა. ფრონტზე ჩვენი ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში იმყოფებიან – აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ მონაკვეთზე თანდათან ვაიძულებთ მტერს უკან დახევას. დონეცკის ოლქი დამპყრობლების ყველაზე დიდი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება – ყოველდღიურად იქ ასობით მათგანი იხოცება. უკრაინული პოზიციების წინ მიწა ფაქტობრივად სავსეა დამპყრობლების ცხედრებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები