,,არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთის ენერგეტიკულ მუქარებს”- ემანუელ მაკრონი

,,მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი გასულ წელს გლაზოგში გამართული სამიტის დროს აღებულ კლიმატურ ვალდებულებებზე რუსეთის ენერგეტიკული მუქარების წინაშე,” – ამის შესახებ ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნების მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთის ენერგეტიკულ მუქარებს. ქვეყნების მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა გაგრძელდეს. მდიდარი ქვეყნებისთვის, კერძოდ ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის, ეს გულისხმობდა ეროვნული სტრატეგიების შემუშავებას ჩვენი ვალდებულებებისთვის და ახლა საუბარია მათ პატივისცემაზე – ეს არის ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირებას გულისხმობს“, – აღნიშნა მაკრონმა.

მსგავსი თემები