„რუსეთში მომუშავე კომპანიები უკრაინელების გენოციდს აფინანსებენ“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო მინისტრი, რუსეთში მომუშავე უცხოურ  კომპანიებს მიმართავს და ახსენებთ, რომ ისინი, თავიანთი საქმიანობით უკრაინელების გენოციდს უწყობენ ხელს.

„საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, პირდაპირ აფინანსებენ რუსეთის ომის დანაშაულებს და არის უკრაინელების გენოციდი. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მათი მომხმარებლებისა და პარტნიორების მიმართ –  გამოუცხადონ ბოიკოტი ამ ბრენდებს, სანამ ისინი არ შეწყვეტენ სისხლით მოგების მიღებას და არ დატოვებენ რუსეთს“, – აცხადებს კულება.

საგარეო მინისტრმა იმ კომპანიების ჩამონათვალიც გაასაჯაროვა, რომლებიც რუსეთში ბიზნესის კეთებას ამ დრომდე აგრძელებენ.

მსგავსი თემები