,,უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს”- მიხაილო პოდოლიაკი

,,უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს,”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე უკრაინის პოზიცია ცნობილი და ღიაა.

„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა: რუსეთს გაჰყავს ძალები უკრაინიდან, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. მზად არის პუტინი? აშკარაა, რომ არა. შესაბამისად, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს“, – წერს პოდოლიაკი.

​შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განცხადა, რომ რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამჟამად ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რადგან უკრაინულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებები კანონით აკრძალა.

მსგავსი თემები