კიევში, კორპუსის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს

კიევის მერის ინფორმაციით, რუსების მიერ „კამიკაძე -დრონებით“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი კორპუსიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს.

მისივე ცნობით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილია კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სამძებრო – სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სამი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„შევჩენკოს რაიონში მდებარე კორპუსის ნანგრევებიდან, სადაც დრონის თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა, გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიყვანეს. კიდევ ერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ იმყოფება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კიევი ირანული კამიკაძე დრონებით დაბომბეს. აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. შედეგად ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი თემები