ვლადიმერ პუტინი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას ზრდის. რუსეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების 137 000 სამხედროთი გაზრდის შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
ცვლილების შედეგად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობა იქნება 2 039 758, მათ შორის 1 150 628 იქნება სამხედრო მოსამსახურე.
ამ დრომდე, რუსეთის შეიარაღებული ძალები 1 902 758 ჯარისკაცისა და ოფიცრისგან შედგებოდა, საიდანაც 1 013 628 სამხედრო მოსამსახურე იყო.