ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლოს გამართვის შემთხვევაში, რუსეთთან მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადა აცხადებს, რომ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ის ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება.

მისივე თქმით, რუსეთი საკუთარ თავს მოკვეთავს მოლაპარაკებებიდან.

„რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები, რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია იქნება აბსოლუტურად გასაგები. თუ ეს საზიზღარი სასამართლო შედგა, თუ ჩვენს ხალხს, ყველა მოლაპარაკების, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით შეიყვანენ ამ დეკორაციებში, ეს იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება. რუსეთი საკუთარ თავს მოკვეთავს მოლაპარაკებებიდან. მეტი საუბრები არ იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა. უკრაინა არ მოითმენს იმ ადამიანების დაცინვას, რომლებზეც მხოლოდ ერთი შეიძლება, ითქვას – ისინი გმირები არიან და საკუთარ სამშობლოს იცავდნენ დამპყრობლებისგან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები