,,კრემლმა უნდა გაიგოს თითოეული სისხლიანი ნაბიჯის ფასი”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება აბსოლუტურად მიუღებელია. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილის ანექსიისთვის ემზადება.

,,რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ნებისმიერი შესაძლებლობა აბსოლუტურად მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ ის უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილის ანექსიისთვის ემზადება. კრემლმა უნდა გაიგოს თითოეული სისხლიანი ნაბიჯის ფასი,”- განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები